,,ოკუპანტები ხალხსაც იპარავენ, 1 600 000-ზე მეტი უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთში”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 1 600 000-ზე მეტი უკრაინის მოქალაქე იძულების გადაყვანა რუსეთის ტერიტორიაზე.

მისივე თქმით,  უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია და უკრაინის მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას მალე შეძლებენ.

,,კიდევ რამდენი დრო ექნება რუსეთს, რომ მოიპაროს უკრაინიდან მარცვლეული, რესურსები, სამრეწველო საწარმოები, რომლებსაც ოკუპანტები უბრალოდ ანაწილებენ და რუსეთში მიჰყავთ, ისევე როგორც ხალხი. ისინი იპარავენ ხალხს. 1 600 000-ზე მეტი უკრაინელი უკვე დეპორტირებულია რუსეთში. ისინი მიმოფანტულნი არიან ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მიმოფანტულნი არიან რუსეთის შორეულ რაიონებში. ბევრ მათგანს საბუთები წაართვეს, ბევრმა გაიარა ოკუპანტების საშინელ ფილტრაციის ბანაკებში, სადაც დასცინოდნენ და აშინებდნენ,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები