“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, საწარმო “აზოტის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მომწამვლელი ნივთიერება დალია.
საწარმოს თანამშრომელი ამ დროისთვის კლინიკაშია გადაყვანილი.
საწარმოს დირექტორის განცხადებით, 50 წლამდე კაცს სადეზინფექციო ხსნარი წყალი ეგონა. მისივე თქმით, ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია შიდა მოკვლევა.