„ყველა კვლევა მწვავე დიფიციტს აჩვენებს“ – სააკაშვილის ამერიკელი ექსპერტი

მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტის შემდეგ, ამერიკიდან ჩამოსულმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტის მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა კვლევა მწვავე დეფიციტს აჩვენებს.

შაჰინ ლახანის შეფასებით, დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს.

„ჩატარებულია მთელი რიგი კვლევები. დაწყებული ხერხემლის კვლევიდან დამთავრებული ტვინის ფუნქციური გამოკვლევით და ასევე სხვადასხვა ტიპის ნევროლოგიური კვლევები. ყველა ეს კვლევა აჩვენებს მწვავე დეფიციტს, ყველა იმ სასიცოცხლო მაჩვენებლისა, რაც ნორმალურ ადამიანს, ნორმალური ჯანდაცვის პირობებში არ უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა შაჰინ ლახანმა.

 

მსგავსი თემები