პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებით განკარგულება გამოსცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ობიექტები რუსეთის ფედერალურ საკუთრებაში გადადის. განკარგულებას ხელი უკვე მოეწერა.

„რუსეთის ფედერაციის მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ატომური ობიექტები და მისი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სხვა ქონება ფედერალურ საკუთრებაში იყოს მიღებული“, – აღნიშნულია პუტინის ხელმოწერილ დოკუმენტში.

მსგავსი თემები