პუტინის განცხადებით, ის პატივს სცემს უკრაინელ ერს და მათ კულტურას

ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი უკრაინელი ერის მიმართ  მიმართ პატივისცემას ადასტურებს და აცხადებს, რომ მათ არასდროს მოექცევა ისე, როგორც უკრაინა რუსულ კულტურას ექცევა.

„ყოველთვის, დღევანდელი დღეების ტრაგედიის მიუხედავად, ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით უკრაინულ ერს, უკრაინულ კულტურას, უკრაინულ ენას, ლიტერატურას და ასე შემდეგ. ჩვენ არასდროს დაგვიშვია ის, რასაც უკრაინაში აკეთებენ რუსული კულტურისა და რუსული ენის მიმართ. ჩვენი მხრიდან ჩვენ სხვა გზით წავალთ – პატივისცემით მოვეპყრობით ყველაფერ უკრაინულს”, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები