,,მაქვს უფლება არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად”- მამუკა მდინარაძე კელი დეგნანზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, თუკი მთავრობის გადადგომა, ამავე მიზნით მიტინგის და აქციების გამართვა, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა შედის კრიტიკის ჩარჩოებში, მაშინ კელი დეგნანის განცხადებას დაეთანხმება.

,,მე მაინც მიმაჩნია მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, აქციების დაორგანიზება და ამგვარ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობა უფლებადამცველის საქმე არ არის. თუ მე მართალი ვარ ამ შემთხვევაში, ასევე მართალი ვარ თუ ამ განცხადებას არ დავეთანხმები. მე შემიძლია პატივისცემა დავუდასტურო, მაგრამ ამის მიუხედავად, არ დავეთანხმო მის განცხადებას კატეგორიულად, ამის უფლება მაქვს. ნუ გაქვთ ის წარმოდგენა, რომ არსებობენ ადამიანები, თუნდაც, მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები, რომელთაც დავუშვათ, დიდი წვლილი ჰქონდეს შეტანილი ქვეყნის განვითარებაში, რომლებთანაც შედავება და შეკამათება არ შეიძლება, ეს ფსიქოლოგია არ არის, არც საზოგადოების დაკვეთა და არც ეროვნული ინტერესებიდან არ გამომდინარეობს,”- განაცხადა მდინარაძემ.

,,სამოქალაქო საზოგადოებისგან შეფასების მოსმენა ზოგჯერ არაკომფორტულია, თუმცა მათი როლია, დაიცვან მოქალაქეების ინტერესები”- კელი დეგნანი

მსგავსი თემები