„ქორწილში ნარსია რომ დავინახო, შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა“ – ნელი დოროყაშვილი

„ძალიან არ მინდა ჩვენი მეჯვარე იყოს და გეხვეწებით რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა იმ ოჯახს“ – ეს არის ნელი დოროყაშვილის გზავნილი, რომელსაც ის მომავალ დედამთილს ქორწილამდე წერდა და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც ახდენდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტოები, რომელზეც ნელი დოროყაშვილისა და ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის  ქორწილია ასახული, საზოგადოებაში დიდი განხილვის თემაა. კერძოდ, არის შეფასებები და კითხვები, რატომ არის წყვილი გაბრაზებული, გაბუტული და უჩვეულო ქორწილის დღეს.

როგორც ირკვევა, ამ ყველაფრის მიზეზი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეჯვარე და „კიკალას“ სტუდია გახდა, რომელიც თურმე ნელი დოროყაშვილს „გულზე არ ეხატებოდა“.

„ნატო დეიდა, როგორ ხართ?  გუშინ ველაპარაკე ნიკას და მითხრა მე მოველაპარაკე კიკალას სტუდიო გადაგვიღებსო ვიდეოს და სურათებსო. იცით რომ მოველაპარაკე 1 თვის წინ ფოტოგრაფს რომლის ფოტოები ყველაზე მეტად მომეწონა და რას მეუბნება ნარსიას (მეჯვარე) მამის მეგობარია კიკალაო. მეთქი არ მინდა კიკალას სურათები. ნარსიას რომ მიხსენებს, ისე მემართება და რა ვქნა რა ჩემი ბრალია. ქორწილში ეგ რომ დავინახო შეიძლება გადავხტე იქიდან და თავი მოვიკლა ან მთელი ქორწილი მოვკვდე ტირილით. ძალიან არ მინდა ჩვენი მეჯვარე იყოს და გეხვეწებით რამე მოიფიქრეთ და უთხარით სანამ დროა იმ ოჯახს თორე უფრო სირცხვილია აი მაკანკალებს რომ წარმოვიდგენ მაგას ქორწილში თან მე ძაან მემჩნევა სახეზე ცუდად რომ ვარ და მთელი ქორწილი მოვკვდები ტირილით ეგ თუ დარჩება მეჯვარედ“ – წერს ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას, რომელიც სასამართლოში დღეს დაიკითხა.

დიროყაშვილი ყოფილ დედამთილს ჩარევას და დახმარებას სთხოვს და „ნატო დეიდათი“ მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ ეს ის „ნატო დეიდაა“, რომელსაც ნელი დოროყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

„ერთი მეჯვარე ყავდეს ნათესავი ვინმე თქვენი თუ გინდათ დიდი კაცი იყოს. ან რამე რომ მოვიფიქროთ ვითომ ნიკას ვინც უნდა ყოლოდა მეჯვარე ერთი ჩამოვიდა, მეორეც ჩამოდის. მეორე რომ არ იქნება მერე ვეღარ მოახერხა ჩამოსვლა იმ მეორემ და ერთი ყავდეს. ვინმე ნათესავი, თორე მე მოვკვდები. არ მინდა ეს ნარსია… ვერ შევეგუები მართლა მაგის მეჯვარეობას. შევეწირები ალბათ ამ სიტუაციას. მართლა შეიძლება გავიქცე იქიდან სტრესისგან ან გული წამივიდეს ნორმალური სახით მართლა ვერ ვიჯდები იქ.

მე არ მინდა დავსვა ეგ ნარსია სადაც ჩვენ ვიჯდებით და ხელისმომკიდე იყოს. არ მინდა ამ ნარსიას მამის  ან მაგათი გადაწყვეტილი ფოტოგრაფი, არ მინდა მე კიკალას სტუდიო და რამე საერთოდ ნარსიების. ჩემს გარეშე ნარსიას უთანხმდება რაღაცეებში. ნარსია თუ იქნება ჩვენი მეჯვარე ძალიან უბედური ვიქნები ქორწილში და სანამ დროა, რამე მოვიფიქროთ“ – წერს ნელი დოროყაშვილი.

ყოფილი დედამთილი კი მას ამშვიდებს.

ნელიკო არ არის ფოტოგრაფის და ვიდეოს პრობლემა, შენ ვინც გინდა ის იყოს. უარის თქმას არაფერი უნდა. შენ თუ არ გინდა, ხომ ხარ ფოტოგრაფთან შეთანხმებული და ის იქნება. გიორგი კარგის მეტს არაფერს გაგიკეთებთ ნიკა ისე უყვარს. გადაწყვიტე როგორც გინდა. წარმოიდგინე ახლა უარი რომ უთხრას საერთოდ უნდა გავწყვიტოთ ურთიერთობა მის ოჯახთან. თვითონ გიორგიც არ იმსახურებს ასეთ შეურაცხყოფას. ნელიკო რა ცუდი თვალით უყურებ გიორგის. ნიკას და თენგოს მეგობრებში ყველაზე წესიერი, ერთგულია“ – ეუბნება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა.

ნელი დოროყაშვილი ისევ ეუბნება, რომ ის მანქანაში არ ჩაჯდება.

„მაშინ ჩავთვლი, რომ ჩემი ქორწილის ჩაშლა ურჩევნია ნიკას იმათ წყენინებას და ურჩევნია, მთელი სიცოცხლე ეს ქორწილის ჩამწარება და  მე მახსოვდეს ვიდრე იმას უარი უთხრას. ვერასოდეს ვერ შევეგუები მაგის მეჯვარეობას. მე იმ მანქანაში არ ჩავჯდები სადაც მეჯვარეები უნდა იჯდნენ, ცალკე მანქანით წამოვალ და ქორწილში მაგის გვერდით არ დავჯდები. თუ ამ ყველაფრად უღირს ნარსია და ურჩევნია მაშინ იყოს მასე“ – დოროყშილის გზავნილი.

ყოფილი დედამთილი კი ისევ ამშვიდებს: „არ ვიცი რა გითხრა, იქნებ რამე გაკადრა გიორგიმ ან რამე იცი მის შესახებ ცუდი და ვერ ამბობ. სხვა შემთხვევაში, ჩემთვის მართლა გაუგებარია შენი დამოკიდებულება. ადამიანის ასე ამოკვიატება არ შეიძლება, მართლა არ იმსახურებს გიორგი ამას. ჩემი აზრით მეჯვარე პირადული ამოსარჩევია და ერთმანეთის არჩევანს უნდა სცეთ პატივი. ეს არის სიყვარული და პატივისცემა და არა კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობა.  ჩამოვა ნიკა და ყველაფერს როგორც გაგეხარდება გადაწყვეტთ“.

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილსა და მის ოჯახს ფიზიკურ, ფსიქოლოგიური, ეკონომიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. აცხადებს, რომ მას ბასილაშვილი სცემდა და ფიზიკურად უსწორდებოდა, თავად კი მსხვერპლია. ძალადობაში ადანაშაულებს ყოფილ დედამთილსაც, რომელთანაც  თბილი და სასიყვარულო მიმოწერა აქვს, თავის დარდს უზიარებს, ხშირ შემთხვევაში დახმარებას სთხოვს.

 

მსგავსი თემები