,,თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ელჩის პათოსს”- მდინარაძე დეგნანზე

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მდინარაძე ელჩს მოუწოდებს მეტად მკაფიო განცხადებებისკენ, რადგან თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა პარტნიორი ქვეყნის ელჩის პათოსს.

„გუშინ ხატია დეკანოიძე გამოვიდა და თქვა, რომ კანონი უნდა მოერგოს ბიძინა ივანიშვილს, დღეს კელი დეგნანი გამოდის და ამბობს, რომ ქართული სპეციფიკით უნდა იყოს ეს კანონი შედგენილი. თუკი აქ უფრო მკაფიოობა არ იქნება და თუკი მეტად დაზუსტება არ იქნება, ბევრ ადამიანს ამ ქვეყანაში და ქვეყნის გარეთაც კი დარჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციის მესიჯბოქსი ემთხვევა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის, ელჩის, პათოსს. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ რეალობას და სპეციფიკას მოერგოს, ამავდროულად, თუ იმას გულისხმობს, რომ ეს მოერგოს კონკრეტულ ადამიანს, ვისაც უნდათ რომ მოერგოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამართლის პრინციპებს, დემოკრატიის პრინციპებს საერთოდ გვერდზე ვდებთ და რაღაც ავტორიტარულ ქვეყნებში როგორც შეიძლება მოხდეს ან კიდევ უარეს შემთხვევაში როგორც შეიძლება მოხდეს, კონკრეტულ ადამიანს შეიძლება პირდაპირ კანონი მოერგოს. ეს სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ამიტომ მეტი განმარტება და სიზუსტე არის საჭირო, რა იგულისხმება ამ განცხადების უკან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,არ ვფიქრობ, რომ რაიმეს აღება თქვენი ქვეყნის სპეციფიკის გათვალისწინების გარეშე კარგად იმუშავებს”- ელჩი დეოლიგარქიზაციის კანონზე

მსგავსი თემები