,,ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო”- ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ ჩვენება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.  სასამართლოში ჩვენება მისცა  ნიკოლოზ ბასილაშვილის დედამ  ნატალია ნაჭყებიამ, რომელმაც მასსა და ნელი დოროყაშვილს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

ნატალია ნაჭყებიას განცხადებით, ნელი დოროყაშვილი მისთვის შვილივით იყო.

,,ქორწინებამდე ორი წლით ადრე გავიცანი, რამდენადაც ვიცი, ინტერნეტით გაიცნეს ერთმანეთი. ნელი ჩემთვის როგორც შვილი ისე იყო. პირადი ამონაწერები მაქვს და ადვოკატებისთვის არ მიმიცია, ამის საჭიროება მას შემდეგ გახდა, რაც ნელიმ ჩვენება მისცა და ეს ტელევიზიით გაჟღერდა, ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ სიცრუე ისაუბრა. პირველად ნელიმ თხოვნით მომმართა, რომ მას ნიკას მეჯვარე არ მოსწონდა, ყველა შეხედულების გაზიარება შემიძლია, ამასაც თანადგომით მივუდექი. ეს ბიჭი, ნიკას ბავშვობის მეგობარი იყო, ნელის მასთან არანაირი წინაპირობა არ ჰქონია, ჩანაწერებში ვეუბნები კიდეც, რომ ნიკას მეგობრებში ყველაზე წესიერი იყო” ”- განაცხადა ნატალია ნაჭყებიამ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

,,ეს ჩანაწერები იმის დამადასტურებელია, რომ ნელი დოროყაშვილმა სიცრუე ისაუბრა”- ბასილაშვილის დედა

მსგავსი თემები