,,ოფიციალურად, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქში რამდენიმე დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

გაიდაის განცადებით, ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო.

„ახლა უკვე ოფიციალურად – ლუგანსკის ოლქის დეოკუპაცია დაიწყო. რამდენიმე დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლებულია რუსული არმიისგან და იქ უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე უკრაინულ დროშას წევენ“ , – წერს გაიდაი.

მსგავსი თემები