,,ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში”- ,,საერთაშორისო გამჭირვალობა”

,,დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს” – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭირვალობის” მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი.

დეპუტატი 2022 წლის 4 ოქტომბერს მმართველი პარტიიდან გავიდა და შეუერთდა დეპუტატთა იმ ჯგუფს, რომელმაც მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს. ამავე დღეს მან ტელეკომპანია “პოსტვ-ის” 52% წილი 520 000 ლარად იყიდა.

„ვიქტორ ჯაფარიძე და მისი ოჯახის წევრები ჯამში 11 სხვადასხვა კომპანიის მეწილეები არიან, ფლობენ არაერთ ქონებას მესტიასა და თბილისში, მათ შორის ორ სასტუმროს. ვიქტორ ჯაფარიძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,775,565 ლარი მიიღეს. ვიქტორ ჯაფარიძე, მისი მეუღლე ნათია ხვისტანი და ვიქტორ ჯაფარიძის შვილის, ოთარ ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორები მსხვილი შემწირველებიც არიან. მათ ჯამში 533,000 ლარი გაიღეს – „ქართულ ოცნებას“ – 468,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი 65,000 ლარი შესწირეს.

ორგანიზაციამ პირველად ვიქტორ ჯაფარიძის ეკონომიკურ ინტერესებზე კვლევა 2020 წელს გამოაქვეყნა. 2021 წელს გამოქვეყნებული კვლევით კი გაირკვა, რომ ვიქტორ ჯაფარიძის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 528,150 ლარის ოდენობის სუბსიდიაც მიიღო. მიმართვების მიუხედავად, ჯაფარიძესთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობაზე სათანადო რეაგირება შესაბამისი უწყებების მხრიდან არ მომხდარა“,- ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველოს“ განცხადებაში.

მსგავსი თემები