,,მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის”- კელი დეგნანი

,,გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, მხარს უჭერდა ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ხელისუფლებისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის.

„მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, რომ ჩვენ დაკავშირებული ვართ მათთან, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს აშშ-სა და საქართველოს შორის პარტნიორობას და პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან განცხადებები, აშშ-სა და საქართველოს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე. მირჩევნია, ფაქტებით, სიმართლით ვიხელმძღვანელო. გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, ეხმარებოდა საქართველოს და მხარს უჭერდა სუვერენიტეტს, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში.

მსგავსი თემები