მიხეილ სააკაშვილი საკვებისა და მედიკამენტების მიღებაზე უარს აცხადებს

,,მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ვიდრე ექსპერტიზა არ დამთავრდება, წამლების მიღების აზრს ვერ ვხედავო. პირიქით, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება და რთულდება. საჭმელს ვერ იღებს, ტკივილები აქვს,”- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკტმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

ამასთან, ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ განაცხადა, რომ სააკაშვილმა უარი თქვა საკვების მიღებაზე.

“ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ და ველოდებით ექიმი კობისთვის თანხმობას. სამედიცინო ექსპერტები მოთმინებით იცდიან კლინიკა “ვივამედის” შესასვლელში. იმედი გვაქვს, რომ ეს თანხმობა მალე გვექნება. ჩვენ დიდი ხანია, ძალიან მოთმინებით ვიცდით. ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ იღებს საკვებს. მას საჭმელი მიუტანეს, თუმცა უარი თქვა მიღებაზე. მედიკოსების ჯგუფები და ექიმები ღრმად შეშფოთდებიან, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ერთხელ დაიწყებს შიმშილობას,”- განაცხადა ადვოჯატმა.

მსგავსი თემები