„განსაკუთრებით გემადლიერებით, პირადად მე!“ – წალენჯიხის მერი ამომრჩევლებს მიმართავს

“2 ოქტომბერი! გარდატეხა ქვეყნის მასშტაბით ქართულ პოლიტიკურ ველზე, რეჟიმის უძლეველობის მითის, ზოგადპოლიტიკურ განწყობებში, აზროვნებაში, რომ, ოლიგარქიაზე გამარჯვება შესაძლებელია, რომ ძალაუფლების წყაროა ხალხი, რომ, თუ ერთ მუნიციპალიტეტში შეიძლება ამ ძალაუფლების დაბრუნება და თავისუფალი არჩევანისთვის გადაცემა, მაშინ, ეს შეიძლება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტში, მთელს საქართველოში!” – წერს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა.

მერი საკუთარ ამომრჩევლებს მიმართავს, რომ მათი მადლიერია.

წალენჯიხელებო, ამ მიდგომისთვის, შიდა თავისუფალი არჩევანის შენარჩუნებისთვის და დაცვისათვის მადლიერია საქართველოს ყველა თავისუფალი მოქალაქე, დემოკრატიული, პროგრესული, ქვეყნისმოყვარე საზოგადოება, და, განსაკუთრებით გემადლიერებით, პირადად მე!“ – აცხადებს ხარჩილავა.

მერი ძირითად დაკვეთებზეც საუბრობს, რაც მან ხალხისგან მიიღო.

„ძირითადი დაკვეთა:  ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა; კორუფციის აღმოფხვრა; “ოცნების“ მიერ შექმნილი მანკიერი მმართველობის შეზღუდვა; “მცირე მთავრობის” შექმნა, ხარჯების ოპტიმიზაცია და მთავარი: „ბიუჯეტი ხალხს“; რეფორმები, რეფორმები და რეფორმები; ანტისაოკუპაციო, პატრიოტული პოზიცია; ინფრასტრუქტურის და მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება; საზოგადოებრივი ჩართულობა; გამჭვირვალეობა, დემოკრატია; კოალიციური მმართველობა….“ – აღნიშნავს მერი.

გია ხარჩილავა წალენჯიხელებს, წლის ბოლოს ანგარიშის ჩაბარებასაც ჰპირდება.

„მიმდინარე პერიოდში, თვითმმართველობის მასშტაბით, სახელმწიფო პოლიტიკურ და შიდა აუცილებლობისთვის, საწვავის ეკონომიკამ შეადგინა 12 ტონა! წალენჯიხის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, მივლინებებში, მათ შორის უკრაინაში, ბიუჯეტიდან, არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავთ. სრულ ანგარიშს, გაწეული მუშაობის შესახებ, ჩაგაბარებთ უფლებამოსილების ცნობის წლისთავზე, ძვირფასო წალენჯიხელებო“ – აღნიშნულია განცხადებაში.

P.P.S. სრულ ანგარიშს, გაწეული მუშაობის შესახებ, ჩაგაბარებთ უფლებამოსილების ცნობის წლისთავზე, ძვირფასო წალენჯიხელებო! – ასეთია მერის გზავნილი.

მსგავსი თემები