რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 60 430 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 60 430 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 60 430; ტანკი – 2 380; ჯავშანტექნიკა – 4 991; საარტილერიო სისტემა – 1 405; სარაკეტო სისტემა – 338; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176; თვითმფრინავები – 265; ვერტმფრენი – 228; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 026; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 811; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131.

მსგავსი თემები