ნატოს წევრი 9 ქვეყანა უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ნატოს წევრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ცხრა ქვეყნის პრეზიდენტი  ერთობლივ განცხადება ავრცელებს, სადაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს უკრაინის დახმარებისკენ მოუწოდებს.

ასევე, ქვეყნები მხარდაჭერას აფიქსირებენ, რომ უკრაინა ალიანსს შეუერთდეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მცდელობებს უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიისთვის…. მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის პროცესში, რუსეთიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“ – აღნიშნულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პრეზიდენტების განცხადებაში.

მათივე განცხადებით, უკრაინა იმსახურებს ალიანსის წევრობას.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან თავდაცვის პროცესში, რუსეთიდან მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარი ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება“.

განცხადების ხელის მომწერნი არიან:  ჩეხეთის პრეზიდენტი,  ესტონეთის პრეზიდენტი, ლატვიის პრეზიდენტი, ლიეტუვის პრეზიდენტი,  ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი,  მონტენეგროს პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი,  რუმინეთის პრეზიდენტი და  სლოვაკეთის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები