უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

უკრაინული მხარის მტკიცებით, პუტინს ორეულები ჰყავს რომელსაც საჭიროების მიხედვით იყენებენ.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ დაზვერვის სამსახურს ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც საკითხზე მუშაობენ.

“პირადად მე არ ვარ “პუტინოლოგი“. ჩემთვის არის ზუსტი ის, რომ მას ჰყავს 3 ორეული, რომლებსაც პირადად მე უცბად ვხედავ. რამდენი ორეული ჰყავს მას სინამდვილეში – უბრალოდ, საჭიროა ინფორმაციის დამუშავება,” – აღნიშნავს ბუდანოვი.

 

მსგავსი თემები