„ბურთი ახლა ნატოს მოედანზეა“ – დმიტრო კულება

უკრაინული მხარის განცხადებით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია და ამ საკითხის მიმართ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა საკუთარ პოზიციას უნდა გადახედონ.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, ცხადია, რომ ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხი ახლა უკრაინაში წყდება.

„ევროატლანტიკური სივრცის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება. ევროატლანტიკური უსაფრთხოება შეუძლებელია უკრაინის გამარჯვების გარეშე… მდგომარეობა ძირეულად შეიცვალა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით, ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა უკრაინის ნატო-ში წევრობაზე საკუთარი პოზიცია უნდა გადახედონ“ – აცხადებს უკრაინელი დიპლომატი.

ის ევროკავშირის წევრობის განაცხადსაც იხსენებს და ამბობს, რომ შედეგიც დადგა.

„საბოლოო ჯამში, ამ განაცხადმა პოლიტიკური პროცესის დინამიკა და ლოგიკა შეცვალა და ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსი. ახლანდელი განაცხადიც ცვლის პროცესის ლოგიკასა და დინამიკას… ბურთი ახლა ნატო-ს მოედანზეა“ – აღნიშნა კულებამ.

 

მსგავსი თემები