რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დირექტორი დააკავეს

უკრაინის სახელმწიფო უწყების – „ენერგოატომის“ ინფორმაციით, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინელი გენერალური დირექტორი დაკავებულია. მისი დაკავება რუსულმა პატრულმა მოახდინა.

გავრცელებული ინფორმაციით, იჰორ მურაშოვი ავტომობილიდან გადაიყვანეს, თვალები აუხვიეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ამ დრომდე რუსული ძალები აკონტროლებენ.

მსგავსი თემები