პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას რომელიც რუსეთ-აფხაზეთს შორის ორმაგ მოქალაქეობას ითვალისწინებს

უკრაინის პარალელურად, რუსეთი აფხაზეთშიც აქტიურდება. „ერთი მხარის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან, ამ მხარის მოქალაქეობის უარის თქმის გარეშე მოიპოვოს მეორე მხარის მოქალაქეობა“ – ეს წერია დოკუმენტის პირველივე პუნქტში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის  მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებიც გახდებიან და პირიქით.

როგორც აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ორმაგი მოქალაქეობა არა მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს ეხება. არამედ, რუსეთის  მოქალაქეებსაც, რაც სერიოზული საფრთხეა.

„ხელში მიჭირავს განკარგულება, რომელსაც პუტინმა ხელი 9 სექტემბერს მოაწერა. მან საკუთარ საგარეო სამინისტროს დაავალა და უფლება მისცა ხელი მოაწეროს აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. რუსეთი წლებია ამისთვის იბრძვის და აფხაზეთს აიძულებდა, რომ ამ შეთანხმებისთვის ხელი მოეწერა. საუბარია აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებაზე და პირიქით. ამ ხელშეკრულებაში რომელიც თან მაქვს, აღნიშნულია, რომ ორმაგი მოქალაქეობა ორივე მხარეს ეხება“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავართან“.  

მისივე შეფასებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭება აფხაზეთის ანექსიის გზაზე გადადგმული ყველაზე გადამწყვეტი ნაბიჯია.

„ეს რას ნიშნავს? იმას, რომ რუსი როცა გახდება აფხაზეთის მოქალაქე, არჩევნებშიც ღებულობს მონაწილეობას, უძრავ ქონებასაც შეიძენს და სრულფასოვანი მოქალაქე ხდება.  დღეს თუ იარაღის ძალით უჭირავს აფხაზეთი, ამის შემდეგ, დემოგრაფიულადაც და ეკონომიურადაც ხდება აფხაზეთის ათვისება. ეს იმას ნიშნავს, რომ აფხაზეთის ანექსიის გზაზე გადადგმულია ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი,  გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგმულია.  10-12 წელის დასჭირდა, თუმცა, სახეზეა რომ რუსებმა ამას მიაღწიეს“ – აღნიშნა ჯემალ გამახარიამ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები