„აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს“ – ჯო ბაიდენი

პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის მითვისება.

„აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის უგუნური სიტყვები და მუქარები არ შეაშინებს. პუტინის ქმედებები იმის ნიშანია, რომ მას უჭირს. მოჩვენებითი რეფერენდუმი, რომელიც მან ჩაატარა და ეს რუტინა, რაც მან დღეს აჩვენა; ეს მოჩვენებითი ერთობა, რომ ხალხი ხელჩაკიდებულია და ასე შემდეგ; აშშ ამას არასდროს აღიარებს. მსოფლიოც არ აღიარებს. პუტინს არ შეუძლია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის მითვისება და წყლიდან მშრალად გამოსვლა.  ჩვენ გეზს არ შევიცვლით. მივაწოდებთ სამხედრო აღჭურვილობას, რომ უკრაინამ თავდაცვა შეძლოს“ – აცხადებს ბაიდენი.

მსგავსი თემები