„ეს არის საშიში ესკალაცია“ – შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი რუსეთის მხრიდან ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც შარლ მიშელი აცხადებს, ამ ფაქტს არავინ შეეგუება და არც არავინ და არასდროს აღიარებს.

„პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო უკრაინის რეგიონების, დონეცკის ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება. ეს ანექსია მოჰყვა ყალბ „რეფერენდუმებს“. ეს არის საშიში ესკალაცია. ეს ნაბიჯი დანარჩენი მსოფლიოს წინააღდეგ ბირთვული საფრთხეს აძლიერებს. ევროკავშირი ცალსახად უარყოფს და გმობს ამ უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც  აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები