რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უკრაინამ სანქციები დაუწესა

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის საპასუხოდ, უკრაინამ რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სანქციები დაუწესა.

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაუწესოს რუსეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.

პრეზიდენტის შეფასებით, საუბარია მათზე,  რომლებმაც, საკუთარ თავში ვერ იპოვეს სიმამაცე, დაეცვათ კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ან რომლებიც ასე თუ ისე ჩართული არიან უკრაინის და დემოკრატიული ხალხების თანამეგობრობის წინააღმდეგ აგრესიულ ნაბიჯებში.

პრეზიდენტმა  ასევე მოუწოდა უკრაინის რადას, შემდეგ სხდომაზე განიხილონ და შეყოვნების გარეშე დაამტკიცონ კანონპროექტი რუსული აქტივების ნაციონალიზაციის გამარტივების შესახებ.

 

მსგავსი თემები