„მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის უკვე სხვა პრეზიდენტთან“, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დღევანდელ ქმედებებთან და გზავნილებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და მოლაპარაკებაზე მზაობას აცხადებს, თუმცა, არა პუტინთან, არამედ რუსეთის სხვა პრეზიდენტთან.

„მხოლოდ გაძლიერების და მთელი ჩვენი ტერიტორიიდან ოკუპანტების განდევნის გზა დააბრუნებს მშვიდობას. ჩვენ გავივლით ამ გზას. უკრაინა იყო და დარჩება მოლაპარაკებების ძალისხმევის ლიდერი. სწორედ ჩვენი სახელმწიფო, ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარი, პატიოსანი, ღირსეული და სამართლიანი პირობებით თანაარსებობის შესახებ შეთანხმებას. ეს კი რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია. მან არ იცის, რა არის ღირსება და პატიოსნება. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის, თუმცა რუსეთის უკვე სხვა პრეზიდენტთან“, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და ნატო-ში დაჩქარებული წესით შესვლასთან დაკავშირებით განაცხადს ხელი მოაწერ.

მსგავსი თემები