ევროკავშირის 27 ქვეყანა პუტინის გადაწყვეტილებას უკანონო ანექსიად აფასებს და განცხადებას ავრცელებს

ევროკავშირის 27-ვე  ქვეყანა გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების უკანონო ანექსიას. ევროპელი ლიდერები პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ უკანონო “რეფერენდუმს”, რომელიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემდგომი დარღვევის საბაბად და არც მათ გაყალბებულ და უკანონო შედეგებს. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ შეუძლიათ რაიმე იურიდიული შედეგის მოტანა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციას, ერთმნიშვნელოვნად უარყონ ეს უკანონო ანექსია”, – აღნიშნულია  განცხადებაში.

ევროპელი ლიდერების შეფასებით, რუსეთი ლეგიტიმურად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან  და უფლებამოსილება გააჩნია, გაათავისუფლოს ოკუპირებული ტერიტორიები.

„გავაძლიერებთ რუსეთის უკანონო ქმედებების საწინააღმდეგო ჩვენს შემაკავებელ ზომებს. ისინი კიდევ უფრო გაზრდიან რუსეთზე ზეწოლას აგრესიული ომის დასასრულებლად“ – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები