,,რუსეთიდან გაქცეულებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინი და რადიკალური ოპოზიცია ეძახის”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მობილიზაციას გამოქცეულ რუსებს დეზერტირებს მხოლოდ პუტინის ხელისუფლება და ქართული “რადიკალური ოპოზიცია” ეძახის. მისივე თქმით, ეს ოპოზიციის პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერია.

,,მსოფლიოში დღეს, ცივილიზებულ სამყაროში, დეზერტირები რუსეთიდან გაქცეულ ადამიანებს, რომლებსაც არ უნდათ უკრაინაში ბავშვების და ქალების დახოცვა უწოდებს მხოლოდ დეზერტირებს პუტინი და მისი ხელისუფლება და ქართული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დახვდა პლაკატებით იქ. ხომ გახსოვთ? ხომ გაქვთ ნანახი ფოტოები? პუტინი ამბობს. რომ დეზერტირები არიანო და ქართული რადიკალური ოპოზიცია, პლაკატებზე წერს წარმოიდგინეთ, ეს ქვეცნობიერია მათი, პოლიტიკური და მორალური ქვეცნობიერი”, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები