საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“ იყიდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა „ვისოლ ჯგუფმა“  ₾65.1 მლნ-ად იყიდა, – ამის შესახებ ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა, სოსო ფხაკაძემ დაუდასტურა.

სოსო ფხაკაძის განცხადებით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და სწორედ ამ მიზეზით შეისყიდა მაუწყებლის შენობა.

„მიღებული გამოცდილების ბაზაზე, გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყოთ დეველოპერული საქმიანობა, კონკრეტულად კი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა. სწორედ ამ მიზეზით შევისყიდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა. ვაპირებთ, ვიმუშაოთ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, შევქნათ საინტერესო კონცეფცია და შესაბამისად აქ განვითარდეს საინტერესო, მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ​

მსგავსი თემები