ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის მოქალაქეების შესვლა აიკრძალა

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთიდან  ავტომობილებით შესვლა შეიზღუდა. რეგიონის მეთაურმა სერგეი მენიაილომ რეგიონში გაზრდილი მზადყოფნის რეჟიმი გამოაცხადა.

„ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონებიდან ავტომობილით შესვლის შეზღუდვა არ შეეხება მათ, ვინც რეგიონის ტერიტორიაზე მყოფ სანატორიუმებში, პანსიონატებსა და ტურისტულ ბაზებზე მიემართება და შესაბამისი საბუთები გააჩნია. მუნიციპალურ ადმინისტრაციებს გაეცათ რეკომენდაცია საგანგებო სიტუაციების პრევენციისთვის ოპერატიული შტაბების შესაქმნელად. საქართველოსთან საზღვარზე რეკომენდებულია ადამიანების “სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის” უზრუნველყოფა“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები