„ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩასვლასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„მკაცრად ვგმობ ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტს“ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის რეგიონში და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრებს. ეს ნაბიჯი არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო „პრეზიდენტ“ ასლან ბჟანიას შეხვდა.

 

მსგავსი თემები