„ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა“ – ბჟანია-ლუკაშენკოს ჩახუტება

ორივე მხარე – ბელორუსიც და აფხაზეთიც, მათი „პრეზიდენტების“ მეთაურობით, კმაყოფილია, რომ ე.წ. ისტორიული შეხვედრა შედგა. მხარეები ერთმანეთს ძმობას, მეგობრობასა და სიყვარულს უმტკიცებენ და იფიცებიან, რომ მათი ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავა.

ოკუპირებული აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„ბელარუსის რესპუბლიკის მეთაურის აფხაზეთში ჩასვლის ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჩვენი ურთიერთობები ახლანდელ ეტაპზე ახალ ხასიათს იძენს, ჩვენს ურთიერთობებს ახალი ბიძგი მიეცა. იმედი მაქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივალთ აღიარებამდე. არ მინდა, ამ საკითხზე წინასწარ საუბარი, მაგრამ ამ დიდ სახლში პირველი აგური უკვე დადებულია, ფაქტია. კმაყოფილი ვარ შეხვედრით“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ძირითადად, ეკონომიკური საკითხები განიხილეს.

 

მსგავსი თემები