,,გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

​ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი წარადგინა. ლაიენის თქმით, აღნიშნული სანქციები შეზღუდავს რუსული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მოხვედრას და რუსეთს დამატებით 7 მილიარდი ევროს შემოსავალს წაართმევს.

,,გასულ კვირას რუსეთმა უკრაინაში შეჭრა ახალ დონეზე გადაიყვანა. ყალბი რეფერენდუმი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ორგანიზებული, არის მიწის დატაცების ან საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლის უკანონო მცდელობაა. მობილიზაცია და პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, არის შემდგომი ნაბიჯები ესკალაციის გზაზე. ჩვენ არ ვაღიარებთ ყალბ რეფერენდუმს და უკრაინის ტერიტორიების რაიმე სახის ანექსიას. გადავწყვიტეთ კრემლს საფასური გადავახდევინოთ შემდგომი ესკალაციისთვის”,- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი თემები