,,საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე ნორმალურად ცხოვრობდეს”- ლუკაშენკო ბჟანიას შეხვდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ბელარუსის პრეზიდენტ, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება თავად ავრცელებს.

,,თქვენ თქვით, რომ აფხაზეთის იზოლაცია, ეკონომიკური ბლოკადა არასწორი გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ აფხაზეთმა იცის და აფასებს. ჩვენ გვაქვს კარგი ადამიანური ურთიერთობები. ძალიან კმაყოფილი ვართ თქვენი ჩამოსვლით”,- განაცხადა ბჟანიამ.

ლუკაშენკოს თქმით, პუტინთან შეხვედრაზე მან განიხილა აფხაზეთის საკითხი და აღნიშნეს, რომ ”აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება”.

„საჭიროა დახმარება, რომ ეს აყვავებული მხარე, ხალხი ნორმალურად ცხოვრობდეს. ჩვენ ნორმალური ვითარება გვაქვს. ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, მშვიდობიანი, კეთილი, შრომისმოყვარე ხალხი ვართ და გვსურს თანხმობაში ცხოვრება“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მსგავსი თემები