აშშ რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ქვეყანა დაუყოვნებლივ დატოვონ

რუსეთში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რუსეთში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა.  საელჩოს ცნობით, მოსკოვმა შეიძლება უარი თქვას აშშ-ის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის აღიარებაზე და, ხელი შეუშალოს მათ რუსეთიდან გამგზავრებაშიც.

„აშშ-ის მოქალაქეები არ უნდა გაემგზავრონ რუსეთში, ხოლო ისინი, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ რუსეთი, ვიდრე მგზავრობის შეზღუდული კომერციული ვარიანტები ჯერ კიდევ რჩება“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამასთან, საელჩო აფრთხილებს თავის მოქალაქეებს, მოერიდონ პოლიტიკურ ან სოციალურ საპროტესტო აქციებს და არ გადაუღონ სურათები უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებს აღნიშნულ ღონისძიებებზე.

მსგავსი თემები