ლატვიამ რუსეთის საზღვართან საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, 28 სექტემბრიდან, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. გავრცელებული ინფორმაციით, , ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

,,ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, მშვიდი და მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. გადაუდებელი ზომების მიზანია ამისთვის წინასწარი მომზადება”- ნათქვამია ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი თემები