,, საქართველოს სჭირდება სამი რამ, რასაც პრო-რუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს – „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ და „აბრამსის“ ტანკები”- გიორგი ვაშაძე

,,სამი რამ, რაც სჭირდება საქართველოს და რასაც პრორუსული „ქართული ოცნება“ არ აკეთებს, ეს არის „ჰაიმარსები“, პატრიოტები და „აბრაამსის“ ტანკები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ვაშაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში რუსეთი ვერ გაბედავს ვერანაირ აგრესიას საქართველოზე.

„ჩვენ გვჭირდება „ჰაიმარსები“, „პატრიოტები“ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის და „აბრამსის“ ტანკები და ვერც კი გაბედავს ვერანაირი აგრესიის დაწყებას რუსეთი. ამას უნდა აკეთებდეს დღეს ხელისუფლება, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ადამიანი ჩამოდის. სამწუხაროდ, სადაც „ქართული ოცნება“ ამას არ აკეთებს, ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ნატო-ს წარმომადგენლებთან დავაყენო ეს საკითხი”, – აღნიშნა ვაშაძე.

მსგავსი თემები