,,ვგმობთ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში”- შალვა პაპუაშვილი

,,ჩვენ ვგმობთ და არ ვაღიარებთ იმ ფსევდორეფერენდუმებს, რომლებიც ტარდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

მისივე თქმით, საზღვრების ძალისმიერი შეცვლა დაუშვებელია.

„დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი შეცვლა. აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მსგავსი თემები