ბულგარეთი და პოლონეთი თავიანთ მოქალაქეებს რუსეთის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებენ

ბულგარეთისა და პოლონეთის ხელისუფლებებმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, სასწრაფო წესით დატოვონ რუსეთი.

ბულგარეთის საგარეო უწყების ცნობით, ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებისგან და ურჩევს რუსეთში დარჩენილ ბულგარეთის მოქალაქეებს, რაც შეიძლება მალე დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ყველა არსებული სატრანსპორტო საშუალებით დატოვონ რუსეთის ტერიტორია. უწყების ცნობით, უსაფრთხოების სიტუაციის გაუარესების, საზღვრების ჩაკეტვისა და სხვა არაპროგნოზირებადი მოვლენების შემთხვევაში”, რუსეთიდან ევაკუაცია შესაძლოა რთული ან თუნდაც შეუძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის ნაკლებობის გამო.

მსგავსი თემები