,,ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, ამას გამართული, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გადაადგილებასთან და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით გამოწვევები არსებობს, თუმცა, მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდეს.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლების შემდეგ, მნიშვნელოვანია მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მუნიციპალიტეტი სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.

„შემდეგი ნაბიჯი ის არის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა და კომფორტი გავზარდოთ. დღეს ქალაქში გვაქვს გადაადგილების პრობლემა და ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული მიზეზით გამოწვეული არაა. რა თქმა უნდა, ავტომობილების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება, თუმცა, ამას გამართული,
კომფორტული, ხელმისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა დავუპირისპიროთ. გაძლევთ პირობას, რომ ასეც იქნება. ზუსტად ამის გამო ვაწარმოებთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. დიახ, სამწუხაროდ, არის დისკომფორტი. ორი მნიშვნელოვანი კვანძი – ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის გამზირები გადათხრილია, თუმცა, ჩვენ ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და ქალაქში გადაადგილება იყოს კომფორტული“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები