,,თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს”- კახა კალაძე

,,წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო უდიდესი პრობლემა და დავიწყეთ ამის მოგვარება, წამოვიწყეთ რეფორმა. გამოწვევები დღესაც გვაქვს, თუმცა, ვართ თანმიმდევრული და ვიცით, რა უნდა გაკეთდეს, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, წლების წინ ქალაქს გაუმართავი ავტობუსები ემსახურებოდა, რომელიც რეფორმის შედეგად, ახალი, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩანაცვლდა.

„პირველ რიგში, დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო? ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები