,,რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისას 1000-ლარიანი საოკუპაციო შენატანი დაწესდეს”- ლევან ბეჟაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის ინიციატივით, რომელიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას საოკუპაციო შენატანის გადახდის ვალდებულებას გულისხმობს. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, საოკუპაციო თანხის შენატანის თანხა თითოეულ მოქალაქეზე  1000 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

,,ნაციონალური მოძრაობა” გამოდის საკანონმდებლო ინიციატივით, და პარლამენტს, ქვეყნის ხელისუფლებას, საზოგადოებას, ვთავაზობთ, კონკრეტული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებას. მოგეხსენებათ, რომ რუსეთის მხრიდან რუსეთის მოქალაქეთა უკონტროლო შემოდინებამ ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო, რაც უკავშირდება როგორც ქვეყნის შიდა უსაფრთხოების საკითხებს, ასევე ფინანსური უსაფრთხოების საკითხებს და მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული. ეს საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას და კითხვის ნიშნებს წარმოშობს, შესაბამისად ჩვენი პარტია გამოდის ინიციატივით, რომ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილებები”,- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით,  რუსეთის მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხა საქართველოში მყოფ დევნილებს უნდა მოხმარდეთ.

 

მსგავსი თემები