ევროკავშირი რუსეთიდან გაქცეულების მისაღებად რეკომენდაციებზე მუშაობს

ევროკავშირი რეკომენდაციების პაკეტზე მუშაობს, რომელიც რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეების მიღებას და თავშესაფრის მიცემას შეეხება. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ევროკომისიის წარმომადგენლის, ერიკ მამერის თქმით, საუბარია იმ მოქალაქეების მიღებაზე, რომლებიც რუსეთის სამხედრო მობილიზაციას გაურბიან.

როგორც მამერი განმარტავს, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მოსაღებად მხოლოდ საზღვართან მისვლა საკმარისი არ არის. მთავარი იქნება თავშესაფრის ოფიციალური განაცხადის წარდგენა. ასევე, თავშესაფრის მისაღებად საკმარისი არ იქნება მოქალაქის სურვილი.

 

მსგავსი თემები