,,ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე”- შალვა პაპუაშვილი

„პირდაპირ ეთერში ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ  საკითხს როგორც არ უნდა მოუაროს ოპოზიციამ, ოლიგარქებს საკუთარ რიგებში აღმოაჩენენ.

„როცა საუბარი იყო დეოლიგარქიზაციაზე, ვსწავლობთ უკრაინულ კანონს და ოპოზიცია საკუთარი კანონის წარმოდგენას გეგმავდა, მაგრამ ამაზე უარი თქვეს. ამ საკითხს როგორც არ უნდა მოუარონ, აღმოაჩენენ ოლიგარქებს საკუთარ რიგებში. ამ დღეების განმავლობაში რას ვხედავთ? – რადიკალური ოპოზიციის მხრიდან დასტურდება, რომ არის ადამიანი, რომელსაც აქვს მატერიალური შესაძლებლობა, საქართველოში ის სასჯელმისჯილია იმის გამო, რომ მან 5 მილიონი ევრო მოპარა ქართულ ჯარს, ფურცელზე ჩაატარა ტრენინგი, რომელიც არ ჩატარებულა და ეს 5 მილიონი სადღაც ოფშორში გაქრა. ამ ადამიანს სწორედ ამ 5-5 მილიონი ევროთი დაგროვებული ქონება აქვს. ამ დღეების განმავლობაში გვესმის აღიარება იმაზე, რაზეც ჩვენ ეჭვი გვქონდა. აღიარებაა, რომ ის აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ტელევიზიას და არა მხოლოდ აფინანსებს, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა. ვხედავთ, იმის გამო, რომ ის აფინანსებს სხვადასხვა სექტორს, ამავე დროს ერევა მმართველობაში, მათ შორის, პარტიის მმართველობაში. პირდაპირ ეთერში ვხედავთ, როგორ ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალაუფლების გადანაწილება იმის გამო, რომ ის ადამიანი, ვინც აფინანსებს ამ პოლიტიკურ სპექტრს, ფიქრობს, რომ უნდა იყოს სხვანაირი მმართველობა და არა ისეთი, როგორიც არის. პირდაპირ ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითზე ვხედავთ, რა არის ოლიგარქიის მავნე გავლენა პოლიტიკაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები