საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მყოფ გაწვევას დაქვემდებარებულ რუსეთის მოქალაქეებს უწყებებს ურიგებენ. მედიის ცნობით, დაახლოებით 5,5 ათასი მანქანა დგას რიგში რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად.

„საქართველოს საზღვარზე მუშაობს გაწვევის ოპერატიული ჯგუფი, რომელშიც შედიან სამხედრო კომისარიატის წარმომადგენლები და წარმომადგენლობითი ხელისუფლების ორგანოები. ისინი გასასვლელში ამოწმებენ, ექვემდებარება თუ არა პირი სამხედრო სამსახურს და ექვემდებარება თუ არა გაწვევას. თუ არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვემდებარება გაწვევას, მაშინ ამ შემთხვევაში მას გადაეცემა უწყება“, – აცხადებენ ჩრდილოეთ ოსეთის მთავრობაში.

 

მსგავსი თემები