,,კონფლიქტმა, რაც „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია”- არჩილ თალაკვაძე

,,კონფლიქტმა, რაც “ნაციონალური მოძრაობის” შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია,” – ამის შესახებ პარლამენტის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დავით კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს.

,,ნაციონალური მოძრაობა” გახლავთ პარტია, რომელსაც არ ჰყავს მომავალზე ორიენტირებული არც ერთი ლიდერი, არ აქვს სამომავლო გეგმა და კანონზომიერია ის პროცესი, რასაც თვალს ვადევნებთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის დაიწყო ეს პროცესები “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს დაიწყო მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მოგვაწოდა 12 რეკომენდაცია, რომელთაგან ერთი არის დეოლიგარქიზაცია. იმ კონფლიქტმა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობს, ნათლად გამოაჩინა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი მართლაც მისაღებია, რათა დარეგულირდეს ისეთი ტიპის ჩარევები, როგორსაც მაგალითად, კეზერაშვილი ახორციელებს ამ პოლიტიკურ პარტიაში. კეზერაშვილი ოლიგარქიის კლასიკური განმარტების ყველა ძირითად კრიტერიუმს პასუხობს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები