რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სხვა ქვეყნებში გაქცეული მოქალაქეების დაბრუნების მოთხოვნას არ აპირებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება არ აპირებს მიმართოს ყაზახეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებს, რუსეთიდან წასული მოქალაქეების იძულებით დასაბრუნებლად.

„ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არ გაუგზავნია არანაირი მიმართვა ყაზახეთის რესპუბლიკის, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახელმწიფო ორგანოებისთვის იქ მყოფი რუსეთის მოქალაქეების თითქოსდა რუსეთში იძულებით დაბრუნების შესახებ. მიმართვა არ შემუშავებულა და არც გეგმავს“, – აცხადებენ სამინისტროში.

მსგავსი თემები