რუსეთის აგრესიას უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გაერო

გაერო-ს ინფორმაციით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინაში 5 996 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, მათ შორის 382 ბავშვია.

ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებით,  რუსეთის აგრესიის შედეგად დაზიანებული ან განადგურებულია 252 სამედიცინო და 415 სასწავლო დაწესებულება.

„დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ 5 996 ადამიანი დაიღუპა და 8 848 დაშავდა. დაღუპულთა შორის 382 ბავშვია. ეს რიცხვები ასახავს დადასტურებულ ცალკეულ ინციდენტებს, რეალური ციფრები კი გაცილებით მაღალია“, – განაცხადა ბოგნერმა.

 

 

მსგავსი თემები