,,ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება”- სალომე ზურაბიშვილი ე.წ. რეფერენდუმებზე

,,კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ე.წ. რეფერენდუმები რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედებაა, რომელიც ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია.

„მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ამ პერიოდში, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები