,,ომბუდსმენის თანამდებობაზე  უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ „უტყდება”, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია”- იაგო ხვიჩია

,,ომბუდსმენის თანამდებობაზე ჩვენ არ გამოგვადგნენ “ენჯეოშნიკები”, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ “უტყდება”, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

დეპუტატი  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურების დასახელებას გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ჩემს, როგორც კანდიდატის შანსებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, რა გემოვნება ექნებათ ჩემს კოლეგებს, “ენჯეოშნიკებს” დაუჭერენ მხარს თუ პოლიტიკოსს. ასეთ დროს შანსები დამოკიდებული არ არის მოთამაშეებზე, ეს დამოკიდებულია “ქართული ოცნების” განწყობაზე, რასაც ვერ ვპროგნოზირებ. მე ამ ადამიანებს, (ვისაც არასამთავრობო სექტორმა გაუწია რეკომენდაცია) ვიცნობ და მათზე ცუდის თქმა არ შემიძლია, მაგრამ ამ თანამდებობაზე ჩვენ არ გამოგვადგა “ენჯეოშნიკები”, ამიტომ უნდა ავირჩიოთ ადამიანი, რომელსაც არ “უტყდება”, ღიად თქვას, რომ პოლიტიკოსია, ეს არის პოლიტიკური თანამდებობა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, აღნიშნულ სამ კანდიდატს 52 არასამთავრობო ორგანიზაცია და ჯგუფი უწევს რეკომენდაციას.

მსგავსი თემები