,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს”- მიხეილ სარჯველაძე

,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს,”- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.

,,სახელმწიფო დღეს საკუთარ საზღვარს სრულფასოვნად იცავს. მიგრაციულ ნაკადებსაც რეალურად, უნაკლოდ მართავს საქართველოს ხელისუფლება და არ მგონია, რომ სადმე რაიმე შეშფოთებისა და შორსმიმავალი დასკვნების მიზეზი გვქონდეს ვინმეს, ქვეყნის ან გულშემატკივარს ან მტრულად განწყობილს. დღეს საქართველოში ამ თვალსაზრისით რაიმე პრობლემა არ შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, მსურველთა რაოდენობა ან დიდი იყოს ან ნაკლები საქართველოში მოგზაურობისა, არაფერი გრანდიოზული აქ არ ხდება”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი თემები