რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის მოთხოვნით ბათუმში აქცია მიმდინარეობს

ბათუმის მოსახლეობა რუსეთიდან საქართველოში შემოსულ და მომავალ ნაკადს აპროტესტებს და საზღვრის ჩაკეტვას ითხოვს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში, საქართველოში რუსეთიდან 100 000-ზე მეტი მოქალაქე შემოვიდა.

“ჩაიკეტოს საზღვარი რუსეთის მოქალაქეებისთვის” – ასეთია სლოგანი, რომელის ბათუმში, ევროპის მოედანზე ისმის.

როგორც აქ იის მონაწილეები აცხადებს, საქართველოს რუსეთიდან დიდი საფრთხე ემუქრება ასეთი დიდი ნაკადის ჩვენს ტერიტორიაზე შემოდინება არსებულ საფრთხეებს ზრდის. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას და რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტვას.

 

მსგავსი თემები